—

„ლაჩინის“ სახელმწიფო საზღვარზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანებში სხვადასხვა სახის კონტრაბანდის მცდელობა გამოვლინდა

114
„ლაჩინის“ სახელმწიფო საზღვარზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანებში სხვადასხვა სახის კონტრაბანდის მცდელობა გამოვლინდა
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე, „ლაჩინის“ გამშვები პუნქტის ფუნქციონირებიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილი მანქანების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისთვის შეიქმნა აუცილებელი პირობები.

სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე, „ლაჩინის“ გამშვები პუნქტის ფუნქციონირებიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილი მანქანების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისთვის შეიქმნა აუცილებელი პირობები.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილ მანქანებში სხვადასხვა სახის კონტრაბანდის მცდელობა გამოავლინეს. კერძოდ:

• 01.07.2023 წელს, დაახლოებით 16:41 საათზე, Reno-ს მარკის (სანომრე ნიშანი 35VX480) ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა 17.06.1976 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰარტუნიან გარიკი (პასპორტი AT0573343), მესაზღვრეებმა ხელბარგს შორის დამალული 15 მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

• 03.07.2023 წელს, დაახლოებით 15:52 საათზე, მესაზღვრეებმა სომხეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი სომხეთის მოქალაქე, 04.12.1977 წელს დაბადებული  გრიგორიან ვრეჟინის (პასპორტი: AU040291) ავტომობილის სალონში 115 მობილური ტელეფონის ეკრანი, 10 მობილურის დაფა, 120 მობილური ტელეფონის კვების ბლოკი და 1 ეკრანის წებო აღმოაჩინეს.

• 05.07.2023 წლის 16:10 საათზე, 26.04.1981 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰარუტიუნიან სასუს (პასპორტი: AU0219416) კუთვნილი ივეკოს მარკის სატვირთო მანქანის სალონში 17 დასახელების 848 კოლოფი სიგარეტი და 320 ლიტრი ბენზინი აღმოაჩინეს.

• 07/05/2023, დაახლოებით 16:54 საათზე, სომხეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი სომხეთის მოქალაქე, 04.12.1959 წელს დაბადებული  სომხეთის მოქალაქე მუსაიელიან ვაკიფის (პასპორტი: AU031091) კუთვნილი DAF სატვირთო მანქანის სალონში 5 დასახელების 125 კოლოფი სიგარეტი და 1000 ლიტრი ბენზინი იქნა ნაპოვნი.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ამის შესახებ ოფიციალური არხებით იყო გაფრთხილებული, უკანონო ქმედებები განმეორდა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები დღემდე არ გადაიდგა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანების კონტრაბანდის მიზნით გამოყენება არა მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, არამედ აღნიშნული ორგანიზაციისადმი ნდობის ბოროტად გამოყენება.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და საჭირო საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებამდე ლაჩინის სახელმწიფო საზღვრის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია.

კონტრაბანდის ყველა შემთხვევა ოპერატიული კადრებით დასაბუთებულია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →