—

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

22
საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს
მოსასმენად დააჭირეთ

წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი თითქმის, 74%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში უცხოეთიდან 2,232 ტონა (12,512 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 1,650 ტონა (7,201 მლნ აშშ დოლარი).

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც წელს ყველაზე მეტი ყველა და ხაჭო შემოვიდა.

ტოპ-5 ქვეყანა:

  • თურქეთი -508.5 ტონა (2,094 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 412.5 ტონა (2,372 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 314.2 ტონა (1,381 მლნ აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 251.9 ტონა (1,382 მლნ აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 145.4 ტონა (999.9 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს მცირედი ზრდა ამ მიმართულებითაც შეინიშნებოდა. კერძოდ, 2023 წლის 5 თვეში საქართველომ 30.2 ტონა (359.3 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გაიტანა გასაყიდად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 20.2 ტონა (201.2 ათასი აშშ დოლარი). 2023 წელს ადგილობრივი წარმოების ყველი გავიდა, აშშ-ში (29.5 ტონა - 350.1 ათასი აშშ დოლარი), ასევე, მცირედი მოცულობები ჰონ-კონგსა და თურქეთში.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →