—

გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

78
გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია, ისინი ბათუმის დედათა-ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →