—

Global Passport Power 2023 - პასპორტის სიძლიერით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერია

38
Global Passport Power 2023 - პასპორტის სიძლიერით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერია
მოსასმენად დააჭირეთ

მსოფლიო პასპორტების რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზეა. რეიტინგს კანადური საკონსულტაციო კომპანია, Arton Capital თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

კვლევა ეფუძნება იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელშიც ჩასვლა პასპორტის მფლობელს უვიზოდ შეუძლია ან ვიზას ჩასვლისთანავე იღებს.

რეიტინგის მიხედვით, ქართული პასპორტის სიძლიერის მაჩვენებელი 131 ქულას შეადგენს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ, 78 ქვეყანას ეწვიონ, ხოლო 53 ქვეყანაში ვიზა ჩასვლისთანავე აიღონ. ამასთან, წინასწარ ვიზის აღება 67 ქვეყანაში გასამგზავრებლად არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ Arton Capital-ის 2022 წლის რეიტინგში საქართველო 127 ქულით 34-ე ადგილს იკავებდა. მაშინ ქართული პასპორტით უვიზოდ ჩასვლა ოთხით ნაკლებ, ანუ 74 ქვეყანაში შეიძლებოდა, ხოლო იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვიზა ჩასვლისთანავე გაიცემა, ანალოგიურად 53 იყო.

მეზობელი ქვეყნებიდან პასპორტის სიძლიერით საქართველო უსწრებს სომხეთს (35 უვიზო და 47 ჩასვლისთანავე), რომელიც მე-60 ადგილზეა, ასევე, 61-ე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს (33-48), თურქეთსა (74-50) და რუსეთს (79-46), რომლებიც თანაბრად 35-ე ადგილზე არიან. უკრაინა 148 ქულით, ანუ 96 უვიზო მგზავრობისა და ჩასვლისთანავე ვიზის აღების 52 ქვეყნის რაოდენობით მე-18 ადგილზეა.

Global Passport Power 2023-ის რეიტინგის პირველ ათეულ პოზიციაზე არიან (უვიზო-ჩასვლისთანავე-ჯამი):

არაბთა გაერთიანებული საემიროები (125-55) - 180
შვედეთი (131-44), გერმანია (131-44), ფინეთი (131-44), ესპანეთი (131-44), საგრანგეთი (131-44), იტალია (131-44), ნიდერლანდები (130-45), ლუქსემბურგი (130-45), ავსტრია (129-46), შვეიცარია (126-49), კორეის რესპუბლიკა (123-52) – 175
დანია (130-44), ბელგია (129-45), პორტუგალია (129-45), ნორვეგია (126-48), პოლონეთი (125-49). ირლანდია (124-50), დიდი ბრიტანეთი (124-50), ახალი ზელანდია (118-56) – 174
საბერძნეთი (126-47), ჩეხეთი (125-48), უნგრეთი (124-49), იაპონია (123-50), კანადა (120-53), აშშ (120-53), ავსტრალია (115-58) – 173
სინგაპური (133-39), მალტა (126-46), ლიეტუვა (124-48), სლოვაკეთი (122-50) – 172
ესტონეთი (123-48), ლატვია (123-48), სლოვენია (122-49), ლიხტენშტეინი (121-50) – 171
ისლანდია (121-49) – 170
კვიპროსი (122-47), ხორვატია (121-48), რუმინეთი (118-51), ბულგარეთი (117-52) – 169
მალაიზია (121-47) -168
მონაკო - (113-54) - 167

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →