—

ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს

49
ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს
მოსასმენად დააჭირეთ

პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია, - ამის შესახებ „ნაციონალური…

პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხის გამო, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, დღეს 19:00 საათზე, კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

„უდიდესი ეროვნული სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას, ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი უკრაინაში ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა რუსეთთან ფრენები, არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში. ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ ძალიან დიდი მოწიწებით, როცა ვამბობ იმას, რომ მინიმუმ კარგად არ იქცევა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი, ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, რომ გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი და ლიდერი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს. ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →