—

Თალაკვაძე-ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო

24
Თალაკვაძე-ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო. ის პატიმრობაშია და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, - ამის…

სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო. ის პატიმრობაშია და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ მისცენ საშუალება მიიღოს დებატებში მონაწილეობა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, მან შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მაქსიმუმი გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით.

„მინდა შევახსენო ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო 2 გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით და ამით ყველაფერი ნათქვამია - არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას აღარ სჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ სპეკულაციები, რაც სააკაშვილის გარემოცვისგან იყო სახელმწიფოს მიმართ, იყო უსაფუძვლო. მე მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის ორი მთავარი პირობა, რომ მან ითანამშრომლოს და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია და დანიშნულება, რასაც ექიმები აძლევენ, ასევე მაქსიმუმი გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია. როგორც ექიმები ამბობენ, ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება ეფექტური. სრული მზადყოფნაა, რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა. მის გარემოცვას მინდა მოვუწოდო, მილიონების ხარჯვა სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, სახელმწიფოს დადანაშაულება იმაში, რაც არ მომხდარა და ეს სტრასბურგმა დაადასტურა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი და ეს არის სახელმწიფოს და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რასაც თავად ამტკიცებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში და სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს წარსულში, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს სჭირდება ჯანმრთელობის დაცვისთვის,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →