—

ირაკლი კობახიძე - საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს

34
ირაკლი კობახიძე - საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს
მოსასმენად დააჭირეთ

ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი - საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ „ქართული…

ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი - საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი, რა არის ამ მიმართულებით ჩვენი სამომავლო გეგმები. იქ დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღევანდელი მდგომარეობა.

რეალობა არის ის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი, გარკვეული საკითხები რჩება, რაზეც მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა, ამაზეც გვექნება დეტალური განმარტება. საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყნის შიგნით ვიცით, ვინც არის, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →