—

დევიდ ო’ სალივანი - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან

65
დევიდ ო’ სალივანი - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემთვის ნათელია, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩემთვის ნათელია, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სურვილი არ გვაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგალური ვაჭრობა დავაკნინოთ. ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც არაა სანქცირებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგრზელდეს ეს ექსპორტი.

რაც შეეხება საშუალოდან გრძელ პერსპექტივამდე, მეშინია, რომ რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები არ არის მთლად იმედის მომცემი, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას და მჯერა, რომ სანქციები კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩება ძალაში. რომ წარმოვიდგინოთ ომის შეჩერება, რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა ამ მომენტში, რუსეთთან სხვა პრობლემებიც უნდა მოგვარდეს და სანქციები, ჩემი აზრით, 5-10 წელით კიდევ იქნება. და ყველამ ამ გარემოების მართვით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ეს საბოლოო ჯამში შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკას, უკვე ვხედავთ ამას, და რუსი ხალხის კეთილდღეობის დაკარგვას, რაც ბატონი პუტინის პოლიტიკური არჩევნების სამწუხარო შედეგია.

აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე თუ სად მდებარეობს მათი საუკეთესო პერსპექტივები. რაც ნათელია ჩემთვის არის ის, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას,” - განაცხადა ო’სალივანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →