—

ჯო ბაიდენი - პუტინი გარიყულია - ის აშკარად აგებს ომს

29
ჯო ბაიდენი - პუტინი გარიყულია - ის აშკარად აგებს ომს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, CNN-ის…

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, CNN-ის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია ამბოხის მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“.

„ის აგებს ომს თავის ქვეყანაში. ის გახდა გარიყული მთელი მსოფლიოს მიერ და ეს არ არის მხოლოდ ნატო, არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც" , - დასძინა ბაიდენმა.

კითხვაზე, არის თუ არა პუტინი სუსტი დღეს გასულ კვირასთან შედარებით, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა”.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულს შტატებს და მისი უახლოეს მოკავშირეებს „ვაგნერის“ აჯანყებასთან კავშირი არ აქვთ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →