—

გიორგი გახარია - ბოლო დღეებში ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა, სიტუაციას ვაკონტროლებთ, თუმცა გვმართებს ყურადღება

73
გიორგი გახარია - ბოლო დღეებში ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა, სიტუაციას ვაკონტროლებთ, თუმცა გვმართებს ყურადღება
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო დღეებში სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება მკვეთრი ზრდა ინფიცირების, რაც არის საყურადღებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ბოლო დღეებში სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება მკვეთრი ზრდა ინფიცირების, რაც არის საყურადღებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა საჭიროა ყურადღება.

„დღეს გვიწევს, საუბარი დავიწყოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. გუშინ იყო 24 შემთხვევა, დღეს 12. ბოლო დღეებში სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება მკვეთრი ზრდა ინფიცირების, რაც არის საყურადღებო. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის განვითარების სისწრაფეს, გვმართებს ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. რაც არის ყურადსაღები, განსაკუთრებით თუ გავითავლისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებში გახლავთ ისეთი, რომ ბევრი მოქალაქე შრომობს თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე. ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზომების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.

„შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რათა ეკონომიკური ცხოვრება გაგვეცოცხლებინა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, რათა შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: 1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →