—

ისეთი ქმედების ჩადენისათვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

52
ისეთი ქმედების ჩადენისათვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება
მოსასმენად დააჭირეთ

ისეთი ქმედების ჩადენისათვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა…

ისეთი ქმედების ჩადენისათვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.

პროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, დაჩქარებული წესით განიხილავენ.

“სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; არაერთგზის, ჯგუფურად – გამოიწვევს დაჯარიმებას თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →