—

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის თვითმიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ

72
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის თვითმიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ
მოსასმენად დააჭირეთ

სანქციებისთვის გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით იყო უამრავი ტყუილი და სპეკულაცია. ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას არავის აძლევს, - ამის…

სანქციებისთვის გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით იყო უამრავი ტყუილი და სპეკულაცია. ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას არავის აძლევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ ასევე ისაუბრა რეკომენდაციების შესრულების საკითხზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ.

„ოპოზიციის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის - აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს გარედან გვარამია და ა.შ. გლობალური ომის პარტია არის ის, ვისაც აწყობს საქართველოში პოლარიზაციის შენარჩუნება. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ დეკემბერში იქნება ამჯერად მაინც იქნება საქართველოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →