—

Რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო- შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული

141
Რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო- შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული
მოსასმენად დააჭირეთ

შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრ უარყოფას იწვევს რუსეთის საზოგადოებაში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, შინაარსობრივად, რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, რათა ჩვენი ერთიანობა გაანადგურონ, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევებს სანდოდ უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოება. ასე რომ, აჯანყება რუსეთის გარე მტრებს უწყობს ხელს. დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ. ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა და გამოძახილი არ ექნებათ არც რუსეთში, არც საზღვარგარეთ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსებში. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დროში სიტუაცია თავის მოგვარებას იპოვის”, - წერია განცხადებაში.

Ipn. Ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →