—

\"ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს

18
\"ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, „საქართველო ბოროტების და წაგებულის მხარეს აღმოჩნდა“.

„უკრაინელი მებრძოლების წარმატებული შეტევის პარალელურად, ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და ბოროტების იმპერიის რღვევას. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი უპირობოდ მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში, საქართველო აღმოჩნდა ბოროტების და წაგებულის მხარეს. ამ დრომდე, რუსული პარტია, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სრულიად ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე. მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ - საქართველოში არანაირი უშიშროების საბჭო არ არსებობს. არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო, შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო. ამიტომ, რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ: პირველი - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ამბობდნენ მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო? - ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავ ფულს და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები რომ ცხოვრობენ? საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო ომის პირობებში დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევა მოხდეს, რაც მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას გულისხმობს, მათი სურვილის შემთხვევაში. ასევე, საქართველოში ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ევროპა ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არის ის, რასაც ახლა უყურებს მსოფლიო - არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება. ეს უნდა რუსეთს საქართველოშიც და ეს უნდა კობახიძეს და ივანიშვილსაც, ამიტომ ძალადობენ ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებზე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →