—

ანა დოლიძე - ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი

24
ანა დოლიძე - ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ანა დოლიძე „ფეისბუქ“ გვერდზე წერს და აცხადებს, რომ ნდობის ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ სიტუაციაში, რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: 1. საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მოიწვიოს ნდობის ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნდობის ჯგუფის საქმეა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების განხილვა დემოკრატიულ, საპარლამენტო ფორმატში, თუმცა საიდუმლოს და კონფიდენციალობის დაცვით; 2. მოიწვიონ ყველა საპარლამენტო ჯგუფის და ფრაქციის წარმომადგენლები (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ეს შესაძლებელია); 3. ნდობის ჯგუფმა უნდა სასწრაფოდ მოისმინოს თავდაცვის, სუს-ის და შსს მინისტრების ანალიტიკა ვითარებასთან დაკავშირებით; 4. შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საქმის კურსში ჩაგვაყენოს პროცესებთან მიმართებით. იქნებ ამაზე მაინც იყოს შესაძლებელი რაიმე ტიპის ერთობა“, - წერს ანა დოლიძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →