—

შარლ მიშელი საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს მიესალმება

25
შარლ მიშელი საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს მიესალმება
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭო, ოფიციალურ გვერდზე, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის…

ევროპის საბჭო, ოფიციალურ გვერდზე, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

შარლ მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

"ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.

შარლ მიშელი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება მიიღოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე დადებითი ნაბიჯია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საჭიროა სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება.

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, დადებით იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია," - წერია ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →