—

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვებას უჭერს მხარს

28
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვებას უჭერს მხარს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების სრულ არდაშვებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში წერია.

რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშიც ქვეშაც არ იქნან დაშვებული.

აღნიშნულ რეზოლუციას 71 ხმით მიიღეს, 4 წინააღდეგ წავიდა.

ასამბლეა თვლის, რომ დღევანდელ პირობებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობა წარმოუდგენელია, პროპაგანდის ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული და დე ფაქტო შეუძლებლად ხდის სხვა სპორტსმენების მონაწილეობას, მათ შორის უკრაინელების.

რეზოლუციის თანახმად, შესაბამისი მკაცრი აკრძალვის არარსებობა რუსეთის მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ მსოფლიო მზად არის რუსეთთან კავშირები შეინარჩუნოს, უკრაინის წინააღმდეგ მისი სამხედრო აგრესიის მიუხედავად.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →