—

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე

25
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელ სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“ მანამდე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია…

სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელ სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“ მანამდე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე ოპოზიციისთვის აერთო სტრატეგიის შეთავაზების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე 30% იყო და ახლა, 20%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული, "აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს და მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით ამას უკავშირდება".

„თუმცა, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი არის კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით რატომღაც ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერი არის მერაბიშვილი, ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც იგივე მელიამაც აღიარა და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, ეს დისკრედიტირებული სახეები", - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →