—

Ლუკაშენკო- საქართველოს სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე

34
Ლუკაშენკო- საქართველოს სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველო სავსეა დასავლეთის დაპირებებით და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების…

საქართველო სავსეა დასავლეთის დაპირებებით და სურს დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განცხადა.

მისი თქმით, "ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ".

„საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური და სხვა დაპირებები და სურთ ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმეს შეთავაზება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის.

„ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ამ რთულ დროს" , - დასძინა ლუკაშენკომ.

Ipn. Ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →