—

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს

16
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - მიმაჩნია, რომ მიზეზი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა…

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - მიმაჩნია, რომ მიზეზი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა.

კობახიძის თქმით, 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია ჩატარდა და „საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა“.

„600 - დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო - საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა - ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი 600 დღის განმავლობაში სიმულიანტობს, რა რეიტინგი უნდა შერჩეს, არ ვიცი. შეიძლება თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები ჰყავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ კაცს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებაში, ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, ორ საკითხთან დაკავშირებით მას სასჯელი აქვს შეფარდებული. ყველამ იცის, რა მოხდა გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით; ყველას ახსოვს, რა მოხდა ვალერი გელაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ეს დანაშაულები ცხადია - საზოგადოების თვალწინ იქნა ჩადენილი, აქედან გამომდინარე სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, რომელიც შეფარდებული აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →