—

სტუდენტთა ნაწილმა თსუ-ს ლექტორის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა

21
სტუდენტთა ნაწილმა თსუ-ს ლექტორის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა ნაწილმა თსუ-ს ლექტორის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.

როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თსუ-ში დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მას უფლება არ აქვს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდეს.

„ის, რაც ირაკლი კობახიძემ და მისმა ზონდერ ჯგუფმა ჩაიდინა კიდევ ერთხელ ცხადყოფს „რუსული ოცნების“ ისტერიას, რომ მათ მიწა ფეხქვეშ ეწვით იმიტომ, რომ კობახიძე მართლაც რომ უსამშობლოა, რადგან ის ყოველდღიურად ყიდის ქვეყანას თავისივე გადაწყვეტილებებით. ამიტომ არ მოსწონთ, როდესაც სტუდენტები სიმართლით ხვდებიან. ამ ქმედებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კობახიძის მსგავს კოლაბორაციონისტებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ თსუ-ს კედლებში, სადაც პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ ლექციები იკითხონ”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის მდივანმა, თსუ-ს სტუდენტმა იგორ ნარმანიამ.

სტუდენტების თქმით, ისინი აპირებენ, რომ თსუ-დან პარლამენტთან გადაინაცვლონ, სადაც დღეს, 20:00 საათისთვის საჯარო ლექციის ჩატარება იგეგმება.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →