—

ამირან გამყრელიძე - ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, შესაბამისი ჯარიმები იქნება

36
ამირან გამყრელიძე - ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, შესაბამისი ჯარიმები იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა მკაცრდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს ყველგან.

„სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე. ყველგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა უნდა იყოს პირბადით. მაღაზიაში თუ დახლთან პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება და ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელები სანიტაიზერით. აუცილებელია ეს და ამაზე იქნება სერიოზული მეთვალყურეობა შესაბამისი ჯარიმებით და შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებებით, რადგან ამ შედარებით მკაცრი ღონისძიებების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →