—

ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა ვინმეს არ მოეტაცებინა და დავნიშნეთ - ოჯახი არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებას უარყოფს

25
ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა ვინმეს არ მოეტაცებინა და დავნიშნეთ - ოჯახი არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებას უარყოფს
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - გოგოს მამა და 23 წლის ბიჭი, რომელზეც მოზარდს უნდა ექორწინა.

ორივე მხარე ამტკიცებს რომ, ეს მხოლოდ ნიშნობა იყო. უარყოფენ მამის მხრიდან, შესაძლო ძალადობასაც:

"ჩემი შვილიშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, როგორ უნდა გავათხოვოთ.. უბრალოდ ბევრ ბიჭს მოსწონდა, ჩემს შვილიშვილს კი სხვა ბიჭი მოსწონდა..შეგვეშინდა, გოგოსაც შეეშინდა, რომ ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ. კანონიც და წესიც ვიცით, სანამ 18 წლის არ გახდებოდა არ გავათხოვებდით. მასაც სწავლა უნდოდა და მამამისის სურვილიც ეს იყო. ახლა ჭორი გაავრცელეს სკოლიდან, რომ მამამისმა ცემა, იძალადა და უნდოდა გაეთხოვებინა ეს სისულელეა. გოგო 9 თვეა იმ ბიჭზე თავის სურვილით დაინიშნა.. ჩემი ვაჟიც და ის ბიჭიც ტყუილად დააკავეს " - ამბობს გოგოს ბებია

ორივე პირის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს, თუმცა უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

Mtavari arxi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →