—

აშშ-მა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში განალაგა

24
აშშ-მა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში განალაგა
მოსასმენად დააჭირეთ

შეერთებულმა შტატებმა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში განათავსა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით…

შეერთებულმა შტატებმა, რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო, F-22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში განათავსა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსული ძალების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა არ არის ის, რასაც პროფესიონალი საჰაერო ძალებისგან ველით. მათ მიერ საჰაერო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის მიზნით შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათვლების რისკს. ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით, ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ კურილამ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ F-22 ტიპის გამანადგურებლების სწრაფი განლაგება და კოალიციის ოპერაციებში ინტეგრაცია არის აშკარა დემონსტრირება, რომ პარტნიორები, მოკავშირეები და აშშ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ერთგულები არიან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →