—

15 წლის გოგოს იძულებით ათხოვებდნენ

59
  15 წლის გოგოს იძულებით ათხოვებდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

“რუსთავი2-ის" ინფორმაციით, მარნეულში 15 წლის გოგოს ოჯახი იძულებით ათხოვებდა. მოზარდის ნიშნობის ორგანიზატორი მამიდა იყო, რის შემდეგაც სასიძომ გოგოს სკოლაში სიარული აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სიცოცხლის…

“რუსთავი2-ის" ინფორმაციით, მარნეულში 15 წლის გოგოს ოჯახი იძულებით ათხოვებდა. მოზარდის ნიშნობის ორგანიზატორი მამიდა იყო, რის შემდეგაც სასიძომ გოგოს სკოლაში სიარული აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

თავად არასრულწლოვანს ზრდასრულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა, რის გამოც ის მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. “რუსთავი2-ის" ინფორმაციით, მამა გოგოს ხშირად სცემდა და სთხოვდა, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ექორწინა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციამ დააკავა მოზარდის მამა და სასიძო. არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს გოგონას მამიდასაც.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →