—

ირაკლი კობახიძე - თუ „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭება

35
ირაკლი კობახიძე - თუ „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭება
მოსასმენად დააჭირეთ

თუ „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება, ძალიან მაღალი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭება - „ნაცმოძრაობა“ არის „ლოკალური“, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ არ დაგიზუსტებთ, - ამის…

თუ „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება, ძალიან მაღალი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭება - „ნაცმოძრაობა“ არის „ლოკალური“, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ არ დაგიზუსტებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება.

„შანსები [კანდიდატის სტატუსის მიღების] არის 50/50-ზე, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები 100%-იანი იქნებოდა. ჩვენთვის მთავარია რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს „გლობალური ომის პარტია“. „გლობალური ომის პარტიას“ შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით, წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“, კობახიძე აცხადებს, რომ ამას ვერ დააზუსტებს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ლოკალური ომის პარტია“.

„არ დაგიზუსტებთ. ძალიან კონკრეტულია. ზუსტად ვიცით, ვინ არის და რა არის გლობალური. „ნაცმოძრაობა“ არის ლოკალური. საუბარია „გლობალური ომის პარტიაზე“, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავაზუსტებთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →