—

ლევან ხაბეიშვილი - საუბარი, რომ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილის წარდგენას ვაპირებთ, უტრირებულია

17
ლევან ხაბეიშვილი - საუბარი, რომ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილის წარდგენას ვაპირებთ, უტრირებულია
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა რა პოლიტიკური როლი ექნება მას პროცესში, ამას თავად…

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა რა პოლიტიკური როლი ექნება მას პროცესში, ამას თავად მესამე პრეზიდენტი გადაწყვეტს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას სურს უკრაინის პოლიტიკაში, მათ შორის საქართველოს საკეთილდღეოდ, ჩაერთოს.

„საუბარი იმაზე, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენას აპირებს, უტრირებულია. მე ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის გარკვეული ფაქტორი იქნება, თუმცა კონკრეტულად რა პოლიტიკური როლი ექნება ამ საქმეში, ამას თავად გადაწყვეტს. ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქართულ პოლიტიკაში ყოფნას არ აპირებს. ის უკრაინის მოქალაქეა, უნდა უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთოს. ეს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოხდება. ჯერჯერობით, ეს პოზიცია მუდმივია, თუმცა მაინც არის სპეკულაციები.

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →