—

Გიორგი კაპანაძე-თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს იქნება „რუსული ოცნების“ ბრალი

152
Გიორგი კაპანაძე-თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს იქნება „რუსული ოცნების“ ბრალი
მოსასმენად დააჭირეთ

თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს იქნება „რუსული ოცნების“ ბრალი, ხოლო თუ ევროკავშირმა სტატუსი მოგვანიჭა, ეს იქნება ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების დამსახურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური…

თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს იქნება „რუსული ოცნების“ ბრალი, ხოლო თუ ევროკავშირმა სტატუსი მოგვანიჭა, ეს იქნება ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების დამსახურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, ღარიბაშვილს, ღიად მიანიშნეს, რომ „ის პრორუსია და მისი მიზანია საქართველოს უკან - რუსულ ჭაობში დაბრუნება“.

„შოლცთან შეხვედრა, ღარიბაშვილისთვის უკანასკნელი გაფრთხილებაა. თუ ის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელსაც 12 რეკომენდაცია ითვალისწინებს, ქვეყანას კვლავ გაუჩნდება შანსი, გააგრძელოს სვლა ევროკავშირისაკენ, ხოლო თუ ისევ შეეცდება დასავლური ვექტორის ჩრდილოეთისაკენ შებრუნებას, პასუხები იქნება შესაბამისი და მკაცრი.

სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით გაშვება ევროპის რომელიმე კლინიკაში, მედია-პლურალიზმის უზრუნველყოფა, რეალური ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება და უარი ბიუჯეტის - ხალხის ფულის მოპარვაზე- აი, ესაა არასრული ჩამონათვალი იმ რეკომენდაციებისა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს და რომელსაც „რუსული ოცნება“ ბლოკავს, იმიტომ, რომ მისთვის პრიორიტეტია საკუთარი ჯიბე და არა - ქართველი ხალხი.

ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - მთავარი ძალის მიზანია, რომ არ მივცეთ „რუსულ ოცნებას“ ხალხის გაღარიბების, გადაგდებისა და დამცირების შესაძლებლობა და ერთიანი ძალებით დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც ოლიგარქმა მიიტაცა.” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაპანაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →