—

რა ეღირება ქართული საზამთრო ბაზარზე?

27
რა ეღირება ქართული საზამთრო ბაზარზე?
მოსასმენად დააჭირეთ

წელს საზამთროს იმპორტი გასული წლის რეკორდს იმეორებს. როგორც East-fruit-ი წერს, ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე სრულად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება, რადგან ადგილობრივი მოსავალი ივლისში მოდის.

რაც შეეხება მაისის მაჩვენებელს, იმპორტი რეკორდული იყო, ისევე, როგორც 2022-ში. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, საქართველოში საზამთროს იმპორტის მაჩვენებელმა 2 800 ტონა შეადგინა.

წელს ძირითადი (77%) მომწოდებელი იყო ირანი და თურქეთი (23%). ამ უკანასკნელმა ინფლაციისა და გაზრდილი ხარჯების გამო საზამთროს საექსპორტო ფასი 10%-ით გაზარდა.

ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ გაზრდილია ხარჯები, რაც დიდი ალბათობით ფასზე აისახება.

თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წლევანდელი მოსავალი, რომელიც დაახლოებით ათ დღეში დაიწყება, კარგი იქნება. მოსალოდნელია, რომ წელს 1 კილოგრამი საზამთრო 0.70-0.80 ლარი ეღირება, მაშინ, როცა შარშან მისი ფასი 0.50 ლარი იყო.

ცნობისთვის, ირანმა ცოტა ხნის წინ აკრძალა საზამთროს ექსპორტი. ეს ყველაფერი კი შესაძლოა, ქართული ფასებისთვის სასარგებლოც იყოს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ირანულის აკრძალვის პარალელურად, ბაზარზე თურქული საზამთრო უფრო დიდი რაოდენობით გამოჩნდეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →