—

თეთრი სახლი - რუსეთმა ირანიდან ასობით დრონი მიიღო და მისი დახმარებით აშენებს ქარხანას მათი წარმოებისთვის

23
თეთრი სახლი - რუსეთმა ირანიდან ასობით დრონი მიიღო და მისი დახმარებით აშენებს ქარხანას მათი წარმოებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს ირანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და თეირანიდან მიიღო ასობით კამიკაძე საბრძოლო დრონი, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე დარტყმისთვის. ამის შესახებ BBC-ი…

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს ირანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და თეირანიდან მიიღო ასობით კამიკაძე საბრძოლო დრონი, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე დარტყმისთვის. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ახლახანს გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დრონები აიწყო ირანში, ხოლო რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გადაიტანეს და შემდეგ უკრაინაში გამოიყენეს.

„ბოლო კვირებში, რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა კიევზე დარტყმისა და უკრაინის მოსახლეობის დასაშინებლად და, როგორც ჩანს, რუსეთ-ირანის სამხედრო პარტნიორობა ღრმავდება“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანიდან იღებს მასალებს, რომლებიც საჭიროა დრონების ქარხნის ასაშენებლად და რომელიც შეიძლება სრულად ამოქმედდეს მომავალი წლის დასაწყისში თათარისტანში, „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით“, - ციტირებს Reuters ჯონ კირბის სიტყვებს.

Ipn. Ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →