—

სულხან სიბაშვილი - პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება

28
სულხან სიბაშვილი - პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება
მოსასმენად დააჭირეთ

პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება. სწორედ ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს იქნება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური…

პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება. სწორედ ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს იქნება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა განაცხადა.

როგორც სულხან სიბაშვილმა აღნიშნა, პრიორიტეტია სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას და დაასახელებს თუ არა პარტია, ეს თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ჯერ პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, მისი თავისუფლება. ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს, იქნება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მოვისმინე მისი კომენტარები გუშინ ეთერში. ის არჩევნები, რომელიც დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა და მისდა სამწუხაროდ წააგო, ამ წაგებას ღირსეულად დახვედრა უნდა“, - აღნიშნა სულხან სიბაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

Ipn. Ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →