—

ახალგაზრდული იდეების კონურსი 2020

69
ახალგაზრდული იდეების კონურსი 2020
მოსასმენად დააჭირეთ

2020 წლის 21 ივლისიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს პროექტების მიღებას – „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ფარგლებში.

2020 წლის 21 ივლისიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს პროექტების მიღებას – „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ფარგლებში.

პროექტების წარმოდგენა შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ ახალგაზრდებს.

წარმოდგენილი პროექტის ან ღონისძიების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ-ერთს:

1. მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია;

2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

3. გარემოს დაცვა;

4. თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;

თითოეული პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს მაქსიმუმ 3000 ლარით.

საპროექტო განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისად:

ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ;

– ორგანიზაციის/ფიზიკური პირის სახელი;

– მისამართი;

– ტელეფონი;

– ელექტრონული ფოსტა;

პროექტის დასახელება;

პრობლემის განსაზღვრა;

მიზანი;

ამოცანები;

განხორციელების გზები/ ღონისძიებები (მდებარეობის მითითებით);

პროექტის შესრულების ვადა/განრიგი (არაუმეტეს 4 თვისა);

პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები, მათი პოზიციები და კონკრეტული მოვალეობები შემოთავაზებულ პროექტში:

ხარჯთაღრიცხვა/თანადაფინანსება;

მდგრადობა/გრძელვადიანი შედეგები;

წარმოდგენილი პროექტები შეფასდება ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ.

პროექტები უნდა შემოიტანოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, ან გამოგზავნოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე:

[email protected]

პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

მარნეულის მერის თანაშემწე ახალგაზრდულ საკითხებში – ადილ ალიევი, ტელ: 599 39 09 34;

სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით – მარიამ ტყეშელაშვილი, ტელ: 591 70 02 45;

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →