—

პაატა იმნაძე - შანსი არის ერთი - ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და არაფერი დაიკეტება

52
პაატა იმნაძე - შანსი არის ერთი - ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და არაფერი დაიკეტება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუკი მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, კორონავირუსი არ გაჩერდება.

მისივე განმარტებით, გარდაბნის მოსახლეობა გამოკვლევებზე მიდის და ამ ეტაპზე რეჟიმის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

„ჯერჯერობით, ძალიან კარგად თანამშრომლობს მოსახლეობა. იცით, რომ ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ და კარგია მოსახლეობის გამოძახილი - მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არავითარი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო რეჟიმის გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, ყველა ადამიანმა უმარტივესი წესები დაიცვას, რაც დარჩა. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ძალიან ცოტა დარჩა გაუხსნელი ბიზნესები ქვეყანაში, აგერ ქორწილებიც არის დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება.

შანსი არის ერთი - ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, არაფერი არ დაიკეტება“, - აცხადებს იმნაძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →