—

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ვივამედთან“ აქცია გაიმართა

29
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ვივამედთან“ აქცია გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ვივამედთან“ აქცია გამართეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ვივამედთან“ აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და უნდა გამოვიდეს არა სამაჯურით, არამედ უნდა იყოს თავისუფალი და ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, რადგან ეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მიხეილ სააკაშვილს კი არ ჭირდება, ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ გეოპოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში აბსურდული ბრალდებით იმყოფება.

„ეს არის სოლიდარობის აქცია. მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა. ის ამჟამად პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით და ჩვენი მოთხოვნა არის, ეს ადამიანი განთავისუფლდეს ამ სატუსაღოდან“, - განაცხად თემურ ჯანაშიამ.

Ipn. Ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →