—

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე

23
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე
მოსასმენად დააჭირეთ

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე, რომელიც მოლდოვაში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საქართველოს…

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე, რომელიც მოლდოვაში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საქართველოს გამოწვევებზეც ისაუბრებს.

„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თქმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →