—

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს მიაწვდის

20
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს მიაწვდის
მოსასმენად დააჭირეთ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება…

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, აშშ პირველად მიაწვდის უკრაინას მართვად, ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-7 ტიპის რაკეტებს.

დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის, რომელიც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც ნაღმტყორცნების მსგავსი საბრძოლო მასალა, რომლის ჩამოგდება დრონებიდან არის შესაძლებელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დახმარება არის „უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული და ამერიკული მხარდაჭერის უახლესი მაგალითი“.

„მადლობელი ვართ შეერთებული შტატების 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტისთვის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული დახმარება უკრაინის ცის დასაცავად რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორისგან, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →