—

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსული პროპაგანდის მხარდაჭერას ირჩევს

39
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსული პროპაგანდის მხარდაჭერას ირჩევს
მოსასმენად დააჭირეთ

ეხეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ ჟენიშეკი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსული პროპაგანდის მხარდაჭერას ირჩევს.

„სრულიად სხვაგვარად და პირიქითაა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს იცის, ის უბრალოდ რუსული პროპაგანდის მხარდაჭერას ირჩევს“, - განაცხადა მარეკ ჟენიშეკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხებოდა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება იყო.

„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →