—

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ პირობები განსაზღვრა და შესაბამისი კონკურსი გამოცხადდება

10
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ პირობები განსაზღვრა და შესაბამისი კონკურსი გამოცხადდება
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონკურსის შედეგად კერძო ინვესტორი შეირჩევა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ…

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონკურსის შედეგად კერძო ინვესტორი შეირჩევა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ 100%-იან წილს შეიძენს.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადგურის მშენებლობა 4 წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ პირობები განსაზღვრა და შესაბამისი კონკურსი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც, შეირჩევა კერძო ინვესტორი, ვინც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ 100% წილს - გარდაბნის თბოსადგურ 3-ში შეიძენს, ეს იქნება 350-დან 430-მეგავატამდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოლეექტროსადგური, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური პირობები, მათ შორის, ე.წ. წმინდა ეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 56%-ის, ასევე სხვა პარამეტრები, მათ შორის, მწარმოებელი კომპანიების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია. კონკურსის პირობები შემდეგი იქნება - კერძო ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი ერთი მეგავატისთვის. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასად მივიღოთ ელექტროენერგია, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ახალი თბოსადგურის მშენებლობა, ეს ჩვენ ელექტროსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის აუცილებელი და განსაზღვრული. როცა ჩვენ ვსაუბრობთ განახლებადი ენერგიის პროექტებზე, მათი ინტეგრირებაც ქსელში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სიმძლავრეები სტაბილური ენერგოგენერაციის წყაროებიდან და ესეც ამ ნაწილში დაგვეხმარება, რომ მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ ქსელში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ, არაუმეტეს 4 წელიწადში, სადგურის მშენებლობის დასრულება უნდა მოხდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →