—

ნიკა მელია - მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან

14
ნიკა მელია - მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან
მოსასმენად დააჭირეთ

მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „პალიტრანიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის…

მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „პალიტრანიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა.

„ადამიანური თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებული ვალდებულება მაქვს, ვიდრე შესაძლებელია ძალიან ბევრ აქ მყოფს ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, არ შეიძლება პროზაულად აქციო პოლიტიკური პატიმრობა ქვეყანაში და ამავე დროს გინდოდეს ევროპული, დასავლური ფასეულობები და ღირებულებები პრევალირებდეს სხვა დანარჩენ ღირებულებებზე. ეს უბრალოდ ოქრიმორინია, ერთმანეთთან არ მოდის თანხვედრაში. მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და ქართველი ხალხის კონტექსტთან. ბოლო პერიოდში შეიცვალა კონტექსტი მსოფლიოში და შეიცვალა მისი რიტორიკაც. რამდენად დაუბრუნებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებას ნიკა გვარამიას, ამას მომავალი გვაჩვენებს. მოგვწონს - არ მოგვწონს, ფაქტია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა. მინდა დავიჯერო, რომ ამ უფლებას ის გამოიყენებს და რეალიზებას მოახდენს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და არ კერძოდ ნიკა გვარამიასთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →