—

ხატია დეკანოიძე - რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის კიდევ უფრო მეტად დაშლის შიში აქვს

27
ხატია დეკანოიძე - რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის კიდევ უფრო მეტად დაშლის შიში აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემი ლოგიკური დასკვნა ასეთია: რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის კიდევ უფრო მეტად დაშლის შიში აქვს - პარტიაში რთული მდგომარეობაა და ეშინიათ, ეს ფრაქციაზეც არ აისახოს…

ჩემი ლოგიკური დასკვნა ასეთია: რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქციის კიდევ უფრო მეტად დაშლის შიში აქვს - პარტიაში რთული მდგომარეობაა და ეშინიათ, ეს ფრაქციაზეც არ აისახოს, - ასე პასუხობს ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, სხვა შემთხვევაში გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ამხელა ყურადღება და ფოკუსირება პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ.

„გაუგებარია, ტალახის სროლა რა მიზანს ემსახურება. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე არა ერთი შიდა ფრაქციული თუ პარტიული გამოწვევა არსებობს, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ერთადერთი პრობლემა შეიქმნება თუ არა ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკურ ჯგუფს არ გააჩნია სხვა სარგებელი, გარდა იმისა, რომ აქვს საპარლამენტო გამოსვლებისთვის დრო. თანხა გამოყოფილია აპარატში დასაქმებული თანამშრომლებისთვის. ჩვენთვის პოლიტიკური ჯგუფი იქნება ინსტრუმენტი საპარლამენტო საქმიანობისათვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →