—

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოხატა

11
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოხატა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან…

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული.

„რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა და ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებებს ვიზიარებთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, არსებობს 12 პრიორიტეტი, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს. ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, ამ პრიორიტეტების შესასრულებლად, იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად, დაძლიონ უთანხმოება და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ელჩმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →