—

მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლების მხრიდან უკანონო და სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა არ დასრულდება

16
მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლების მხრიდან უკანონო და სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა არ დასრულდება
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ…

ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შედეგად 19 მაისს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.

დღეს ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ყვარლის ტბასთან მდებარე სასტუმროში ქორწილის გადახდის განზრახვით. ჩემი შექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. მათ დასაშლელად მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და სპეცრაზმი, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარეს ძალადობრივი ოპერაცია და დააპატიმრეს 17 მონაწილე.

თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →