—

ევროკავშირი რუსული ბრილიანტებით ვაჭრობას შეზღუდავს

21
ევროკავშირი რუსული ბრილიანტებით ვაჭრობას შეზღუდავს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირი აპირებს, შეზღუდოს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფარგლებში, რუსეთიდან ბრილიანტის ვაჭრობა. ამის შესახებ ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ ევროპული საბჭოს…

ევროკავშირი აპირებს, შეზღუდოს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფარგლებში, რუსეთიდან ბრილიანტის ვაჭრობა. ამის შესახებ ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"ჩვენ შევზღუდავთ ვაჭრობას რუსული ბრილიანტებით. რუსული ბრილიანტი სამუდამო არ არის", - თქვა მან. თუმცა, აღნიშნა, რომ სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ მსჯელობა გრძელდება. მიშელმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, მისცა თუ არა ბელგიის მთავრობამ საბოლოო თანხმობა რუსული ალმასით ვაჭრობის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად „მუშაობს სანქციების რეჟიმში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე და განაგრძობს რუსეთისთვის კრიტიკული მიწოდებისგან მოწყვეტას“. მისი თქმით, გარდა ამისა გაგრძელდება უკრაინის „ძლიერი სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ფინანსური“ მხარდაჭერა.

რუსეთიდან ბრილიანტის წინააღმდეგ ევროკავშირის ცალმხრივი სანქციების შემოღების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ბელგიაა, რომელიც შიშობს, რომ თუ სანქციები არ გახდება გლობალური, მაშინ რუსული ექსპორტი წავა ახლო აღმოსავლეთში და ინდოეთში და ანტვერპენის ალმასის ბიზნესი დიდ ზარალს მიიღებს.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →