—

ფრინველის გრიპის გამო მოსკოვის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა

37
ფრინველის გრიპის გამო მოსკოვის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა
მოსასმენად დააჭირეთ

ფრინველის გრიპის გამო მოსკოვის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კარანტინი მოსკოვის ორ…

ფრინველის გრიპის გამო მოსკოვის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კარანტინი მოსკოვის ორ რაიონში გარეული ფრინველის დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო დაწესდა. ამის გამო რამდენიმე რაიონში ვირუსის გავრცელების საფრთხე შეიქმნა. იმ რაიონებში, სადაც კარანტინი ამოქმედდა, საკარანტინო ღონისძიებებს გაატარებენ. შეზღუდვის პერიოდში კი მოქალაქეებს ვირუსის გავრცელებისა და კერების ადგილების მონახულება ეკრძალებათ. ამავე რაიონებში დაავადებული ფრინველების მკურნალობა იკრძალება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიებზე ფრინველებისა და კვერცხის შეტანა და გატანა, ასევე მკვდარი ფრინველიდან ბუმბულის გაცლა, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობების გამართვა და ფრინველის გადაყვანასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები იკრძალება.

რუსული მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრინველის გრიპით ადამიანების დაინფიცირების რისკები არსებობს. ჯანმოს მონაცემებით, ინფიცირება ძირითადად დაინფიცირებულ ფრინველთან პირდაპირი კონტაქტით ან გავრცელების კერის მონახულებით შეიძლება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →