—

გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

48
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ, ემინ ამრულაევს, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის…

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ, ემინ ამრულაევს, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ, ჰაფიზ პაშაევსა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.

„გიორგი ამილახვარმა ემინ ამრულაევს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების საკითხებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები.

შეხვედრის შემდგომ სამინისტროში, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორმა, ჰაფიზ პაშაევმა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, სტუდენტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სემინარის, კონფერენციისა და კულტურული პროგრამის განხორციელების მხარდაჭერასაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →