—

შალვა პაპუაშვილი - საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა

36
შალვა პაპუაშვილი - საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯერი ევროკავშირზეა, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს - საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან…

ჯერი ევროკავშირზეა, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს - საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა სამართლიანი, კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

„თავისთავად ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ და როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ვართ კეთილსინდისიერი ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში და იმ ვალდებულებების შესრულების პროცესში, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან ურთიერთობის. ჩვენ ერთადერთი ველით, ასევე, კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს. ამიტომ ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იანვარში ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა კიდეც, რომ საქართველო „ტრიოში“ კვლავ ლიდერია და ის არის ლიდერი, რომელსაც თავის დროზე კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ასე რომ ჯერი ევროკავშირზეა. მან ახლა უნდა მიიღოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება და საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მისცეს. საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →