—

არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან - დანიის პრემიერი

12
არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან - დანიის პრემიერი
მოსასმენად დააჭირეთ

როდესაც ვსხედვართ ამ მაგიდის გარშემო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წევრი ქვეყნების, საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, – ამის შესახებ დანიის…

როდესაც ვსხედვართ ამ მაგიდის გარშემო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წევრი ქვეყნების, საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიქსენმა განაცხადა.

როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა, უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, რომ დემოკრატიის უკუსვლა არ იყოს დაშვებული.

„75 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ემსახურება ევროპის ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა მუდმივად უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პრინციპები მიღებული და გამოყენებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ არ დავუშვათ დემოკრატიის უკუსვლა და როდესაც ჩვენ სარგებელს ვიღებთ ახალი ტექნოლოგიებისგან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი დემოკრატიული უფლებები არის მიღებული“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

(primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →