—

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში

13
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებით აზერბაიჯანში, დღეს შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე…

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებით აზერბაიჯანში, დღეს შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი იყო იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანი და მთლიანად, რეგიონი ბოლო პერიოდში ასრულებს.

მისი თქმით, ამ თანამშრომლობის მიზანია, ევროპის და აზიის მჭიდროდ დაკავშირება.

„აზიის სატრანზიტო, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენს ქვეყნებში გადის, ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე დამაკავშირებელი ძარღვია ევროპის აზიასთან, იმისთვის, რომ ალტერნატიული ენერგორესურსების წყარო ჰქონდეს ევროპას და ჰქონდეს ამავე დროს, ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ლოჯისტიკური კავშირი აზიასთან. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, ვიზიტი ამავე დროს უკავშირდება პარლამენტში ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ხვალ გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. მე მექნება შესაძლებლობა, მივმართო პარლამენტს. ამ ასპექტში, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, თავის დროზე ბრძნული და წინდახედული გადაწყვეტილებები, რომელიც მაშინდელმა ლიდერებმა მიიღეს, ის სტრატეგიული პროექტები, რომელზეც დღესაც არის საუბარი, უკვე მოქმედებს და ასევე, საუბარია გაფართოებაზე. ალტერნატიული გზაზე შეუძლებელი იქნებოდა საუბარი, მაშინ ჰეიდარ ალიევს და იმ თაობის ლიდერებს რომ არ ეფიქრათ წინმსწრებით ამ საკითხებზე. ის, რაც მაშინ შესაძლოა სხვებისთვის იყოს წარმოუდგენელი, ან ხანგრძლივი პერსპექტივის საკითხი, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან რეალური, ხელშესახები და ამავე დროს აუცილებელიც და უალტერნატივო. ასევე, აღსანიშნავია ის როლი, რომელიც იმ თაობის ლიდერებს ჰქონდათ, როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში და საქართველოში, რომლებმაც ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩაუყარეს საფუძველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →