—

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს

15
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სტოკჰოლმში წევრი სახელმწიფოების…

ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სტოკჰოლმში წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, გავლენა იქონიოს რუსეთზე, რათა ეს ომი შეწყდეს და კონსტრუქციული როლი ითამაშოს, რათა უკრაინამ სამართლიანი მშვიდობა მიიღოს“, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთმა გაიგოს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - საფრთხეა არსებობისადმი.

„ველით, რომ ჩინეთი თავის როლსა და თავის ვალდებულებებს გამოიყენებს. ეს თუ ასე არ იქნება - ჩვენი ურთიერთობები ასე კარგი არ იქნება",- აღნიშნა ბორელმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →