—

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ეხება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების შესამცირებელი ზომების მიღებას

38
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ეხება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების შესამცირებელი ზომების მიღებას
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომელიც ეხება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების შესამცირებელი ზომების მიღებას. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მაისს მან ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომელმაც…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომელიც ეხება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების შესამცირებელი ზომების მიღებას. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მაისს მან ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომელმაც უნდა შეცვალოს რუსეთის სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის კონცეფცია.

დოკუმენტის მიხედვით, „2022 წელს, შეცვლილი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გავლენით, გაიზარდა რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ“. რა იგულისხმება შეცვლილ პირობებში არ არის განმარტებული.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები „ადამიანური კაპიტალის შესანარჩუნებლად მიმზიდველი ფინანსური, სოციალური და სხვა მექანიზმების შესაქმნელად, მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების შემცირების მიზნით“.

კონცეფციაში ასევე არის პუნქტი, რომელიც ეხება უკრაინის ოთხი რეგიონის მცხოვრებლების „დაბრუნებისთვის პირობების შექმნას, მათ შორის საზღვარგარეთიდან“, რომელთა ანექსიის შესახებაც განაცხადა რუსეთმა. ესენია - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი.

დადგენილების კიდევ ერთი პუნქტი გულისხმობს რუსეთში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორგანიზებული ჩართულობის მასშტაბის გაზრდას შრომითი საქმიანობის განხორციელებაში“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →